ამერიკელებს, რომლებსაც კოვიდ-19-ის ვაქცინა გაკეთებული აქვთ, უნდა შეეძლოთ ევროპაში მოგზაურობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ გაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყნა უპირობოდ დათანმხდება იმ ამერიკელთა მოგზაურობას, რომლებიც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით არიან აცრილნი. მედიკამენტების ევროპულ სააგენტოს სამვიე ვაქცინა, რომელსაც აშშ იყენებს, გამოყენებისთვის დამტკიცებული აქვს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს„ამერიკელები, რამდენადაც ვხედავ, მედიცინის ევროპული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების და მოგზაურობის საშუალებას იძლევა“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
მას არ დაუკონკრეტებია როდის შეიძლება აღდგეს მოგზაურობა. ერთი წლის წინ, ევროკავშირმა მეტწილად შეაჩერა გადაუდებელი აცულილებლობის გარეშე მოგზაურობა.
მიმდინარე თვეში, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე არიან კოვიდ-19-ზე ვაქცინირებულნი, გამოჯანმრთელდნენ ან ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, მოგზაურობა უფრო გამარტივდეს.