ევროპელი კონსევატორი კანონდემბლები, რომლებიც ვენესუელაში არ შეუშვეს, ევროკავშირს მოუწოდებენ ნიკოლას მადუროს მთავრობასთან კავშირები გაწვიტოს.
ესტებან გონსალეს პონსი ევროკავშირის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ბრიუსელს მოუწოდებს ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის ხორხე არეასას წინააღმდეგ სანქიცები მიიღოს. ამ უკანასკნელმა კანონმდებლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების ბრალდებით.
ევროპარლამენტის ხუთი წარმომადგენელი, ოპოზიციეს მიერ კონტროლირებული ვენესუელის პარლამენტის და მისი ლიდერის ხუან გუაიდოს მიწვევით ვენესუელაში ჩავიდნენ, თუმცა ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს. ორშაბათს, კარაკასიდან დაბრუნების შემდეგ გონსალეს პონსმა ევროკავშირის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგენირის მოუწოდა, რომ გააუქმოს მოლაპარაკებები ვენესუელაში და გააძევოს მადუროს ელჩის ევროკავშირიდან.