ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს მეტ თურქულ კომპანიას და პირს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სადავო წყლებში, ბურღვითი სამუშაოების ჩატარებაზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ განცხადების პროექტი საუბრობს, რაზეც ევროკავშირის ლიდერები ხვალ დაგეგმილ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ.
შეთანხმების შემთხვევაში, 2019 წელს მიღებული სანქციების ბაზაზე „დამატებითი სიები მომზადდება“. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში, არსებული სია გაფართოვდება.
ასევე ნახეთ: დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება თურქეთით ღრმავდებაევროკავშირი ამ ნაბიჯზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. ოფიციალური საბერძნეთი და კვიპროსი მიიჩნევს, რომ სანქციები საკმარისად მკაცრი არ არის.
ანკარა კი აცხადებს, რომ მას არ აღელვებს რაიმე ტიპის ეკონომიკური სანქცია. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ევროკავშირი თურქეთის მიმართ არასამართლიანად იქცევა.
ასევე ნახეთ: ანკარა ბრიუსელს: საღი აზრით იმოქმედეთ„ევროკავშირი არასდროს მოქმედებდა პატიოსნად, არასდროს ასრულებდა თურქეთისთვის მიცემულ პირობებს. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით მოთმინებას. ჩვენ კვლავ ვითმენთ“ - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აზერბაიჯანში გამგზავრების წინ.
ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი კომპრომისს არ განიხილავს, „მაგრამ, თუ საბერძნეთი, როგორც მეზობელი გულწრფელად იმოქმედებს, მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად ვიქნებით“ - აცხადებს ის.
ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები პაკეტი შარშან შექმნა. მიზეზი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ბუნებრივი წიაღისეულის უნებართვო ძებნა და მოპოვება იყო