ევროკავშირმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას, განიხილონ კოვიდ-19-ის ვაქცინის საპატენტო დაცვაზე უარის თქმის თაობაზე. მაგრამ, ვაქცინის მწარმოებლები და ზოგიერთი მთავრობა ამ იდეის წინააღმდეგია. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პატენტზე უარის თქმა გლობალურად იმუნიზაციის დეფიციტს ვერ აღმოფხვრის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს პატენტის მოხსნის საკითხი. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმა გახდა ცნობილი.
„რაც მთავარია, ჩვენს ეს უნდა დავაჩქაროთ. ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება ბოლომდე დაცული, ვიდრე რაც შეიძლება მეტი ადამიანი არ იქნება ვაქცინირებული“ - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
ასევე ნახეთ: მერკელი: აშშ ყოველთვის იქნება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორიის ამბობს, რომ კოვიდ ვაქცინებზე პატენტის მოხსნა, მისი წარმოებისა და მასზე წვდომის გაზრდის ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კი ამ ნაბიჯის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა ვაქცინის წარმოების გაზრდისთვის არა პატენტის შემსუბუქება, არამედ საწარმოო ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტური გადაცემაა. ბერლინი, აშშ-ის წინადადებას, ვაქცინაზე საპატენტო დაცვის მოხსნის შესახებ არ იზიარებს.
„მთავარი საკითხი არა პატენტის დაცვა, არამედ წარმოების შესაძლებლობებია. მოხარული ვიქნები, თუ აშშ ვაქცინების ექსპორტზე იმავე ნებას გამოხატავს, რასაც ჩვენ გერმანიაში ვაკეთებთ“ - აცხადებს იენს სპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი.