ევროკავშირმა, ბლოკში რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა, რათა დაგმოს მოსკოვის გადაწყვეტილება ქვეყანაში არ შეეშვა რვა ევროპელი ოფიციალური პირი. კრემლი აცხადებს, რომ ბრიუსელის ოფიციალურ პირებზე მოგზაურობის აკრძალავა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე დაწესებული სანქციების პასუხია.
„რუსეთის ელჩი გამოძახებულია, მას მიიღებენ ევროკომისიის გენერალური მდივანი და ევროკვშირის საგარეო ქმედებების სამსახური. შეხვედრაზე მომხდარს მკაცდრად დავგმობთ და გამოვხატავთ წინააღმდეგობას. მსგავსი ქმედების იურიდიული ახსნა არ არსებობს. რუსეთის ეს გადაწტყვეტილებები, კონტრ-სანქციები, პოლიტიკურად მოტივირებულია და არ აქვს რაიმე სამართლებირვი დასაბუთება“ - განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უკრაინაში გაემგზავრებაევროკავშირმა მარტში სანქციები დაუწესა რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ჩეჩნეთში, გეი და ლესბოსელი ადამიანების დევნაში არიან ბრალდებულნი. ევროკავშირმა მარტშივე საქნციები ასევე დაუწესა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რუსეთის ოთხ მაღალჩინოსანს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ანტირუსული "ისტერიის" გამოწვევაში ადანაშაულებს.
ლავროვის უწყებამ ევროკავშირის ზოგიერთ ოფიციალურ პირზე, რუსეთში მოგზაურობის აკრძალვა გასულ კვირაში დააწესა. მათ შორისაა, - ვერა იუროვა, ევროპული კომისიის ღირებულებების და გამჭვირვალობის უწყების ვიცე-პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი და ჟაკ მარი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის წევრი.