ევროკავშირი მზადაა თალიბანთან ჩართულობისთვის. მაგრამ, ამისთვის ისლამისტურმა დაჯგუფებამ პატივი უნდა სცეს ადმიანის უფლებებს, მათ შორის ქალების უფლებებს და არ გახდეს ავღანეთი ტერორიზმის კერა.
„ავღანეთის მოსახელობის მხარდასაჭერად, ჩვენ მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ამბობს, რომ „ოპერატიული ჩართულობა“, თავისთავად არ ნიშნავს თალიბანის მთავრობის ოფიციალურ აღიარებას და ეს ოპერატიული ჩართულობა, „ამ მთავრობის ქცევის მიხედვით განვითარდება.“
ასევე ნახეთ: პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთში დაჭირილი ჯარისკაცები მოინახულაბორელის თქმით, ახალმა მთავრობამ არ უნდა დაუშვას და ავღანეთი კვლავინდებურად ტერორისტების თავშესაფრად არ უნდა აქციოს, როგორც ეს თალიბანის წინა მმართველობის დროს იყო. ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თალიბანმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, მედიის თავისუფლებას. ამასთან, გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირებით, სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.
ამასთან, ბორელის თქმით, ახალმა მთავრობამ ქვეყანაში უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება და პატივი უნდა სცეს ევროკავშირის პროცედურებსა და პირობებს, ამ დახმარების მისაღებად.
„ჩვენ გავზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ ეს განისაზღვრება იმ წვდომით, რის საშუალებასაც მოგვცემენ“ - ამბობს ბორელი.
თალიბანის აღიარება, როგორც ავღანეთის ხელისუფლების, არ შედის ბრიტანეთის გეგმებშიც. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ამბობს, რომ მას არ სურს იხილოს ავღანეთის სოციალური და ეკონომიკური ქსოვილის რღვევა.
ასევე ნახეთ: თალიბანის პოლიტიკური ხელმძღვანელი შესაძლოა ქვეყნის მეთაურად დაინიშნოსპაკისტანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ თალიბანთან თანამშრომლობის გარეშე, ქაბულიდან დაახლოებით 15 000 ადამიანის ევაკუირება შეუძლებელი იქნებოდა.
ბრიტანეთის პირველი დიპლომატი განმარტავს, რომ ბრიტანეთი როგორც წესი, აღიარებს სახელმწიფოებს და არა მთავრობებს.
„ჩვენი მიდგომა ასეთია, ჩვენ არ ვაღიარებთ თალიბანს, როგორც მთავრობას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩართულობა და კომუნიკაციის პირდაპირი ხაზის არსებობა“ - აცხადებს რააბი.
Your browser doesn’t support HTML5