ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა გააფართოვოს სანქციები და მიიღოს „უპრეცედენტო ზომები“ რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინის მიმართ შემდგომ აგრესიას გამოავლენს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთის „შეკავების რეჟიმში“ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან, რათა შეემუშავებინათ არსებულ სანქციებს მიღმა ზომები, რომლებიც მიმართული იქნებოდა რუსეთის ფინანსური და ენერგოსექტორის, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონლისა და თავდაცვითი საშუალებების წინაღმდეგ.
“ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე ჩვენი პასუხი იქნება არსებული სანქციების რეჟიმის მკვეთრი ზრდა და გაფართოება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, რუსეთისთვის სერიოზული შედეგების მომტანი, დამატებითი უპრეცედენტო ზომები” - აცხადებს ფონ დერ ლეიენი.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსულ სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციებს უწესებსსანქციების ყველა შესაძლო ვარიანტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით განიხილავს და რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. დასავლეთში ამბობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ეს რუსეთს „ძვირი დაუჯდება“ გასულ კვირას ამის შესახებ განცხადებები ვაშინგტონშიც გაკეთდა.
ასევე ნახეთ: კრემლი ღიად ითხოვს, ნატომ უარი უთხრას საქართველოს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე