ოთხშაბათს, ევროკომისიამ შეთავაზებების სერია გამოაქვეყნა, წევრ ქვეყნებში ენერგიის ფასების ზრდის შესაჩერებლად. ერვოკავშირმა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიიღო, როგორც ევროკავშირის "ურყევი" სოლიდარობის ნიშანი.
27-წევრიანი ბლოკის ქვეყნებს ფასები ენერგიაზე განსაკუთრებით მას შემდეგ გაეზარდათ, რაც მოსკოვმა დასავლური სანქციების საპასუხოდ გაზის მიწოდება შეამცირა. ამის გამო, ზოგიერთი ულტრამემარჯვენე ამტკიცებს, რომ სანქციები ევროკავშირს უფრო აზიანებს და ის უნდა შერბილდეს.
თუმცა, ამის საპასუხოდ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ვონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ სანქციები მუშაობს და ისინი ძალაში დარჩებიან. დღეს ეს განცხადება ვონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში გააკეთა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ჰყავდათ მიწვეული.
ასევე ნახეთ: "რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა" - ამერიკული დაზვერვა„მე აქ ვდგავარ იმ რწმენით, რომ გამბედაობითა და სოლიდარობით პუტინი დამარცხდება და ევროპა გაიმარჯვებს“, - თქვა მან სტრასბურგში გამართულ ასამბლეაზე, სადაც ლურჯი და ყვითელი სამოსით იყო წარმოდგენილი. ეს ფერები როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის დროშის ფერებს წარმოადგენს.
ფონ დერ ლეიენის, წარმოდგენილი შეთავაზებები ენერგიის ფასების კლებასთან დაკავშირებით, ევროპული ოჯახებისა და კომპანიების დახმარებაზეა გათვლილი და ის ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების დაწესებას მოიცავს მთელ ბლოკში. ვონ დერ ლეიენის თქმით, ერვოკავშირი მუშაობს წევრი ქვეყნების ოჯახებისა და ბიზნესების დასაცავად.