ევროკავშირი და იაპონია თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და იაპონიამ ახალი სავაჭრო შეთანხმება დადეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია ეკონომიკურ ზონას ქმნის და გლობალური ეკონომიკის მესამედს ფარავს.

შეთანხმებას ხელი იაპონიის პრემიერმა აბემ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა დღეს მოაწერეს. შეთანხმება აუქმებს ტარიფების 99%-ს იაპონიის პროდუქტებზე ევროკავშირში, ავტომობილებიდან ელექტრონიკამდე, და აგრარულ პროდუქციაზე ევროკავშირიდან იაპონიაში, მათ შორის ყველზე, ღვინოსა და ღორის ხორცზე.

შეთანხმება ძალაში 2019 წელს შევა.