ციხანუსკაია ევროკავშრის ლიდერებს შეხვდა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადაგენელი, საგარეო ურთიერთობთა საკითხებში სვიატლანა ციხანუსკაიას შეხვდა.

ბელარუსი ოპოზიციის ლიდერთან შეხვედა, ევროლიდერებმა ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობის ფონზე გამართეს. ევროკავშირის სანქციები, ლუკაშენკოსთან ერთად, შესაძლოა კიდევ ათობით ოფიციალურ პირს დაეკისროს. გაერთიანება, გაყალბებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების დარბევისას გამოვლენილი სისასტიკის გამო, ლუკლაშენკოს საქნციებს უწესებს.

ასევე ნახეთ: მინსკში "რადიო თავისუფლების" ფოტოგრაფი დააკავეს

ბორელმა ასევე უარყო ბელარუსისა და მისი მოკავშირე რუსეთის ბრალდება ქვეყნის შიდა საქმეებში ევროპის ჩარევის თაობაზე. „ეს არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა, ვინაიდან დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროპის კავშირის იდენტობის საფუძველს წარმოადგენს" - აცხადებს ბორელი.

ციხანუსკაისათან გამართული შეხვედრის შემდეგ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები, შთაბეჭდილების ქვეშ არიან, - „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბელარუსის ხალხის სიმამაცემ და ენერგიულობამ, განსაკუთრებით - ბელარუსი ქალებისა, რომლებიც ლიდერობის ჭეშმარიტ უნარს ავლენენ“ - აცხადებს ბორელი.