„ეთიოპიის ავიახაზები“ იტყობინება, რომ ნაპოვნია კვირას დაღუპული თვითმფრინავის ორივე შავი ყუთი. ბოინგი 737 IMAX 8-ის რეისი ადის-აბებიდან კენიის დდაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, როცა აფრენიდან ექვს წუთში, ეთიოპიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა გარდაიცვალა.
დღეს ეთიოპიაში პატივი მიაგეს ბოინგის დაღუპულ მგზავრებს. ავიაკომპანიის განცხადებით, კატასტროფის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფს მიავლენს. ამ ეტაპზე, ავიახაზების განცხადების თანახმად, კატასტროფის არცერთი მიზეზი არ გამოირიცხება.
როგორც „ეთიოპიის ავიახაზები“ იტყობინება, პილოტი აეროპორტში გარკვეული სირთულეების გადალახვის შემდეგ დააბრუნეს.