ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, არჩევნების დღეს, 30 ოქტომბერს "მმართველი გუნდის მხრიდან აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე."
დღეს, 30 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიმართა და მას "ჩვეულებრივი მოძალადე და პროვოკატორი" უწოდა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი ოპოზიციური არხების ჟურნალისტები მათი კოორდინატორების ბულინგში დაადანაშაულა.
დამატებით, ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სხვადასხვა საარჩენო უბანზე თუ ქალაქში "სიტუაციის დაძაბვის მცდელობაში გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან" მომდინარე ძალისხმევა ახსენა.
ასევე ნახეთ: დეგნანი: ეს არჩევნები კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო რეფორმები