ესტონეთის პარლამენტმა, სამშაბათს, ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ამ ნაბიჯით, ესტონეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.
ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურია დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, თუმცა იგივე არ ხდება აღმოსავლეთ ევროპაში. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც ახლა ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, სექსუალური უმცირესობებისთვის ქორწინება დაშვებული არაა. პირველი პრეცენდენტი ესტონეთმა შექმნა.
"ისეთი განცდა მაქვს, რომ სახელმწიფომ, როგორც იქნა, მიმიღო",- ამბობს ანელი ლეპამა, 46 წლის ლესბოსელი ქალი.
"აქამდე ყველაფრისთვის ბრძოლა მჭირდებოდა. საკუთარი შვილები რომ მეშვილა სასამართლოში უნდა წავსულიყავი, რაც არ ვიცი რატომ უნდა გამეკეთებინა. ახლა ადამიანი ვარ, ვისაც უფლებები გააჩნია",- ეუბნება სააგენტო "როიტერს" ანელი.
ასევე ნახეთ: გაერო: უკრაინაში ომის 9 000-ზე მეტი მსხვერპლი დადასტურებულიადიდწილად სეკულარულ ბალტიისპირა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1.3 მილიონია, მოსახლეობის 53% თვლის, რომ სექსუალურ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლება, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით. 10 წლის წინ იგივე მონაცემი მხოლოდ 34%-ს შეადგენდა.
ესტონელების 38%-ს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა მიუღებელია. ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობაც.
კანონი, რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო, 2024 წლიდან ამოქმედდება.