სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთს, დიდ ბრიტანეთს და აღმოსავლეთ აზიას ეწვევა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, სადაც სირიის და ისრაელ-პალესტინის საკითხზე რეგიონის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. ის ჯერ თურქეთის ქალაქ სტამბოლში პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდება და სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე ისაუბრებს, რომელიც უკვე ორი წელია გრძელდება. ასევე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე და ამ პროცესში თურქეთის და ისრაელის ურთიერთობის გაუმჯობესებაზეც იქნება მსჯელობა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა 2010 წელს ღაზას სექტორიშ მიმავალი თურქულ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდის შემდეგ დაიძაბა. კერი ახლო აღმოსავლეთიდან ბრიტანეთში გაემგზავრება, ხოლო იქიდან სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში ჩავა.