ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისთვის რუსული ეს400-ების შეძენის გამო სანქციების დაწესებას გეგმავს. გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნატოს წევვრი ქვეყნის მიმართ "უპატივცემულობაა"
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ვაშინგტონი მზად არის მიიღოს სანქციები თურქეთის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თურქეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციების პაკეტზე მუშაობს ევროკავშირიც. მიზეზი ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილებში გაზის მოპოვებაა. ევროკავშირში ამბობენ, რომ სანქციები ცალკეული თურქი ოფიციალური პირების მიმართ იქნება დაწესებული.
"თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ამერიკის შეერთებული შტატებიც. ახლა სანქციებზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უპატივცემულობაა,"- ამბობს ერდოღანი.
ასევე ნახეთ: რას გულისხმობს ერდოღანის და პუტინის სოჭის შეთანხმება?თურქეთმა რუსული ეს400-ების შეძენა 2 წლის წინ დაიწყო, რაც მაშინვე გახდა კრიტიკის საფუძველი. სამხედრო შეიარაღებასთან დაკავშირებით თურქეთმა რუსეთთან არაერთი მოლაპარაკების რაუნდი გამართა, გაიმართა ერდოღანი- პუტინის შეხვედრებიც.
თურქული ლირის ღირებულება თითქმის 2 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებდა. სანქციების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამერიკამ 3 წლის წინ (2017 წელს) მიიღო კანონი, რომელიც რუსული იარაღის შემსყიდველი ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.