პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი გულწრფელია თავის ძალისხმევაში, გადაჭრას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და ასევე სწამს, რუსეთის გულწრფელობის. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ ეს საკითხი ერთად უნდა გადაჭრან.
ამასთან, როგორც ერდოღანი აცხადებს, მან ვლადიმირ პუტინს მიაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი კონფლიქტში ქურთ მებრძოლებს იყენებს. პუტინმა კი, სატელეფონო საუბრისას, შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან წასული მებრძოლების მზარდი მონაწილეობის გამო.
ასევე ნახეთ: სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენამის შესახებ, პრეზიდენტმა ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა. მანამდე კი, მთიან ყარაბაღში კვლავ დაირღვა საერთაშორისო ძალისხმევით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ბოლო ასეთი შეთანხმება, მხარეებმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დადეს, თუმცა მალევე მის დარღვევაში ერთმანეთს სდებდნენ ბრალს.
ასევე ნახეთ: პომპეო სომეხ და აზერბაიჯანელ პირველ პირებს ესაუბრაგუშინ, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგნლებთან სატელეფონო საუბარი გამართა.