კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ სირიისა და ერაყის საზღვრებთან ახალი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ გამოაცხადა.
თურქეთმა ამ დრომდე ორი ოპერაცია განახორციელა, რომლებიც სირიელი ქურთების გასამხედროებული ჯგუფის YPG-ის წინააღმდეგ იყო გათვლილი. ამ დაჯგუფებას ანკარა ქურთი მეამბოხეების განშტოებად მიიჩნევს, რომელსაც ის სამი ათწლეულია ებრძვის სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის კონტროლისთვის.
ერდოღანმა 24 ივნისს ადრეული არჩევნების ჩატარების შესახებ გამოაცხადა. ექსპერტების შეფასებით, ეს არჩევნები ეროვნული სენტიმენტებით მანიპულირების ხარჯზე, სასაზღვრო ქალაქ აფრინში წარმატებული სამხედრო ოპერაციის ჩატარებისთვის მოამზადებდა ნიადაგს.