გარემოს დაცვის ამერიკული სააგენტოს ხელმძღვანელი სკოტ პრუიტი დღეს კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. კითხვები შეეხება მისი მმართველობის დროს ეთიკური სტანდარტების სავარაუდო დარღვევებს და ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას.
პრუიტი დღეს წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტის წინაშე წარსდგება.
მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ პრუიტის მმართველობისას სააგენტოს ბიუჯეტიდან პრუიტმა პირადი მიზნებისთვის 43 000 ამერიკული დოლარი დახარჯა. სააგენტო ირწმუნება, რომ ეს თანხა პრუიტის უსაფრთხოებაზე დაიხარჯა, რადგან მას საჯაროდ ემუქრებოდნენ.
პრუიტის საქმის გამოძიების მოთხოვნით თავდაპირველად დემოკრატი კონგრესმენები გამოვიდნენ, მათ მალევე შეურთდნენ რესპუბლიკელი კანონმდებლებიც.