შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება
ნიუ იორკში, ალ-ყაიდას მიერ ორგანიზებული 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე, დაღუპულთა სახელები ტრადიციულად წელსაც ხმამაღლა წაიკითხეს. 2001 წლის 11 სექტემბერს, ტყუპ შენობებზე თვითმფრინავების დაჯახების შედეგად 90 ქვეყნის 2 996 მოქალაქე დაიღუპა. ნიუ იორკში დაღუპულთა ოჯახებმა, მეგობრებმა და რიგითმა თანამოქალაქეებმა მოიყარეს თავი.
ვაშინგტონში პრეზიდენტის ოჯახთან ერთად, შეერთებული შტატების მთავრობის წევრებმა 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულ ადამიანებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. მოგვიანებით, პენტაგონში დაღუპულთა ოჯახების საპატივცემულო ცერემონიალი გაიმართა. ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი პენსილვანიის ქალაქ შნეკსვილშიც აღნიშნეს, სადაც 11 სექტემბერს კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 40 ადამიანი იმყოფებოდა.