"ემის" დაჯილდოების ცერემონია - 2024
სერიალ "სიოგუნის" გადამღები ჯგუფი. ფილმმა 17 სხვა ჯილდოსთან ერთად, საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი აიღო.
ფილმის "ეშმაკობები" გადამღები ჯგუფი იღებს პრიზს საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალისთვის.
ანა სავაიმ და ჰიროუკი სანადამ "ემი" აიღეს ქალისა და მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში "სიოგუნი".
"ემის" გამარჯვებულები კომედიური სერიალიდან "დათვი": ჯერემი ალენ უაიტი "ემის" მფლობელი გახდა მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (მარცხნივ), ლიზა კოლონ-ზაიასი და ებონ მოს-ბაჩრაქი კი - ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ფილმის Baby Reindeer გადამღები ჯგუფი, რომელსაც ცერემონიაზე 4 "ემი" გადაეცა.
"ემის" მფლობელები: ჯერემი ალან უაიტი - მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი და აიო ედებირი - საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი, სერიალში "დათვი".
ფილმის "სიოგუნი" გადამღები ჯგუფი დაჯილდოების შემდეგ, პრესისთვის გადაღებულ ფოტოში.
ბილი კრადაფმა "ემი" დრამატული ჟანრის ფილმებში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის აიღო, სერიალში "დილის შოუ".
ელიზაბეტ დებიკიმ "ემი" საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მოიპოვა, სერიალში "გვირგვინი".
წამყვან ჯონ სტიუარტს "ემი" გადაეცა გადაცემისთვის "დღის შოუ".
ჯოდი ფოსტერმა "ემი" ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის აიღო, ფილმში "ნამდვილი დეტექტივი", მოკლე სერიალებისა და კინოს კატეგორიაში.
ტელეწამყვან ჯონ ოლივერს "ემი" გადაეცა გადაცემისთვის "წინა კვირა ამაღამ ჯონ ოლივერთან ერთად".
დესი ლიდიკი - ტელეგადაცემის "დღის შოუ" ერთ-ერთი წამყვანი.
მაიკლ კლიეტი - ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელი ფილმიდან "სიოგუნი".