ამერიკაში ემის, ამერიკული სატელევიზიო პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა. მთავარი ჯილდო, სატელევიზიო დრამამ „მოსამსახურის მონათხრობმა” მიიღო. ეს ემის 69-ე დაჯილდოებაა. სერიალის მთავარმა გმირმა ელიზაბეტ მოსმა, დრამის კატეგორიაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ხოლო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, მთავარი ჯილდო სტერლინგ ბრაუნმა მიიღო სერიალიდან „ეს ჩვენ ვართ“. ბრაუნმა სერიალზე მომუშავე გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს გუნდი საუკეთესო თეთრი ოჯახია, რაც შავ მსახიობს შეიძლება სურდეს. საუკეთესო კომედიის ჯილდო კი სერიალმა „ვიცე პრეზიდენტმა“ მოიპოვა, ეს ამერიკულ პოლიტიკაზე შექმნილი სერიალისთვის მესამე ჯილდოა. დაჯილდოების ცერემონია კომიკოს, სტივენ კოლბერს მიჰყავდა.