ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ყველაზე მაღალი უმუშევრობის პირობებში ხელახლა აირჩიეს
ბარაკ ობამა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტია. დემოკრატების კანდიდატმა რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი დაამარცხა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, კენტ კლეინი არკვევდა.
ბარაკ ობამამ საარჩევნო კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა დააგროვა, რაც თეთრი სახლის დასაკავებლად იყო საჭირო. გამარჯვებას მშობლიურ ჩიკაგოში ათასობით მომხრესთან ერთად შეხვდა.
„თქვენ, როგორც ყოველთვის ხმა მიეცით მოქმედებას და არა პოლიტიკას. თქვენ აგვირჩიეთ ჩვენ, რათა ყურადღება მივმართოთ თქვენს სამუშაო ადგილებზე და არა ჩვენსაზე. მომდევნო კვირებში და თვეებში, მე ველოდები ორივე პარტიის ლიდერებთან ერთად მუშაობას, რათა ერთად გადავჭრათ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მან განაცხადა, რომ თავის მეორე ვადას დაუთმობს სამთავრობო ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას, საგადასახადო კოდექსის რეფორმას, საიმიგრაციოს სისტემის გარდაქმნას და უცხო ნავთობზე ამერიკის დამოკიდებულების შემცირებას.
მან თავის ოპონენტს მიტ რომნის ძლიერი კამპანიის წარმართვა მიულოცა. ბარაკ ობამა ქვეყნის პრობლემების დასაძლევად რესპუბლიკელებთან ერთად მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
„უახლოეს მომავალში მსურს, რომ ბატონ რომინისთან ვისაუბრო, თუ სად შეგვიძლია ერთად მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
თავის მხარდამჭერებთან ერთად დამარცხების შემდგომი სიტყვა მიტ რომნიმ ბოსტონში წარმოთქვა.
„ეხლახანს დავურეკე პრეზიდენტ ობამას და მივულოცე გამარჯვება. მისი მომხრეები და მისი კამპანის მონაწილენიც ასევე იმსახურებენ მილოცვას. მე მათ ყოველივე კარგს ვუსურვებ და განსაკუთრებით ვულოცავ პრეზიდენტს, პირველ ლედის და მათ ქალიშვილებს,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.
ბარაკ ობამამ თითქმის ყველა მერყევი შტატი მოიგო, რაც გადამწყვეტი იყო გამარჯვებისთვის. მართალია, საარჩევნო ბრძოლაში მთავარი საკითხი ეკონომიკა იყო, თუმცა, ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ყველაზე მაღალი უმუშევრობის პირობებში ხელახალი ვადით აირჩიეს.