ხმის მიცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება

კანდიდატების რეიტინგები თითქმის თანაბარ დონეზეა
შეერთებული შტატების მოსახლეობა არჩევნების შედეგებს ელოდება, რაც განსაზღვრავს თუ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი უახლესი 4 წლის განმავლობაში.

არჩევნების დღეს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კანდიდატების რეიტინგები თითქმის თანაბარ დონეზეა.

სამშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩევლები საათების განმავლობაში საარჩევნო უბნებზე რიგებში იდგნენ.

ორივე კანდიდატის მხრიდან ადვოკატები საარჩევნო დარღვევების ფაქტებს ადევნებდნენ თვალყურს. იუსტიციის დეპარტამენტმა უბნებზე 800 დამკვირვებელი გააგზავნა, რათა 23 შტატში ხმის მიცემის პროცესისთვის მონიტორინგი გაეწიათ და ნებისმიერი დარღვევის ფაქტი მყისვე გამოევლინათ.

ექვსთვიანი საარჩევნო კამპანიის, სამი სატელევიზიო დებატისა და ათასობით სარეკლამო რგოლის შემდეგ წინასაარჩევნო გამოკითხვები ორივე კანდიდატის რეიტინგის თანაბარ მაჩვენებელზე მიუთითებს.