არჩევნები მექსიკაში

გამოკითხვებში ძველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს

დღეს მექსიკაში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ინსტიტუციონალურ-რევოლუციური პარტიის ლიდერი ენრიკე პენა ნიეტო ლიდერობს. აღნიშნული პარტია მექსიკას 2000 წლამდე 71 წლის მანძილზე მართავდა.

ეს პერიოდი მექსიკის ისტორიაში შერეული კორუფციით, არჩევნების გაყალბებით და რეპრესიებით აღინიშნებოდა, რასაც პერუელმა ნობელის ლაურეატმა მარიო ვარგას ლიოსამ „იდეალური დიქტატურა“ უწოდა. თუმცა, პარტიის რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კონსერვატიული მიმართულების ნაციონალური მოქმედების პარტიის მმართველობისას ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციაში და უკანონობაში ჩაეფლო.


მეორე ადგილზე კი მემარცხენე ანდერს მანუელ ლოპეზ ობრადორი იმყოფება. ის 2006 წელს პრეზიდენტ ფელიპე კალდერონტან საარჩევნო ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და მასობრივი საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირა მართავდა.