ამერიკის პრეზიდენტობის ათმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრები აიოვას შტატიდან იმ იმედით დაიწყეს, რომ ქრისტიან-კონსერვატული კოალიციის მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებენ.
აიოვას ევანგელისტიი ამომრჩევლები შეუვალი ორგანიზებით არიან ცნობილი. მათი აქტიურობა ტრადიციულად გავლენას ახდენს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კადნიდატების პარტიის შიდა არჩევნების შედეგებზე. თუმცა ანლიტიკოსები 15 რესპუბლიკელ კანდიდატს შორის ამჟამად ერთ ფავორიტს ჯერ ვერ გამოარჩევენ. შეხვედრის ორგანიზატორი ბობ ვანდერი პლატსი ამბობს, რომ მხარდაჭერა საბოლოოდ რამდნიმე კანდიდატს შორის გაიყოფა.
დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპმა მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის წინაშე განაცხადა, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ვიეტნამის ომის დროს სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტი იყო და ხუთ წელზე მეტი ტყვეობაში იმყოფებოდა "ომის გმირი მხოლოდ იმიტომ გახდა რომ ტყვე იყო" .
მან ასევე დაამატა, რომ მას ის ადამიანები უფრო მოსწონს, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილა. ცოტა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე მას ამ განცხადებების გამო არ მოუბოდიშია. თუმცა დაამატა, რომ რამდენადაც მას ესმის, თუკი პიროვნება ტყვედ ჩავარდა ომის გმირად ითვლება, თუმცა სხვა რამეც უნდა გააკეთო ამისთვის".
ჰილარი კლინტონი
საარჩევნო კამპანია წამყვან საარჩევნო შტატებში დემოკრატებმაც გააქტიურეს. პარტიის წევრები ქალაქ სიდარ რეპიდში საქველმოქმედო ვახშამს დაესწრნენ. ლიდერი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის სამიზნე რესპუბლიკური პარტიიდან კონკურენტები იყვნენ. მან განაცხადა რომ ის "არასოდეს აპირებდა რესპუბლიკელებისთვის ის პროგრესი დაეთმოთ, რაც დემოკრატებს აქვთ."
კლინტონმა რესპუბლიკური პარტია მმართველობის არაეფექტური ფორმულის მხარდაჭერაშიც დაადანაშაულა. "მოსახლეობის ყველაზე შეძლებული ფენისთვის გადსახადების შემცირება დაუშვებელია, ისღა დარჩა დიდ კორპორაციებს მისცენ უფლება, თავად დაწერონ თავიანთი კანონები. ეს არის და ეს" . ეს განცხადება მან პარტიის მომხდრე 1300 შემომწირველისწინაშე გააკეთა.
დემოკრატების მთავარი საარჩევნო თემებს ამ საქველმოქმედო ვახშამზე შეძლებული ფენის სპეციალური ინტერეს ჯგუფები და სექსუალური უმცირესოების, ქალთა უფლებების დაცვის საკითხები, საიმიგრაციო რეფორმა და ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი სახარჯო პოლიტიკა წარმოადგენდა.
სანდერსი
ბერნი სანდერსი, მემარცხენე კანდიდატია, რომელმაც ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ეკონომიკური თანასწორობა ჩვენი დროის მორალს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს უტოლდება." უნდა დასრულდეს მილიარდერთა კლასის სიხარბე", განაცხადა მან. მან იქვე თქვა, რომ " არაფერი არ გამოვა, ვიდრე მილიონობით ადამიანი ერთად არ იტყვის, რომ კმარა". ბოლო გამოკითხვების თანახმად, სანდერსის პოპულარობა იზრდება, ბოლოო დღეებში მან უფრო დიდი აუიდიტორიის მოხიბვლა შეძლო და ამით კლინტონსაც გაუსწრო.
ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიამ აჩვენა, რომ სანდერსი მისთვის შეიძლება სერიოზული გამომწვევა იყოს. საგულისხმოა, რომ მან საარჩევნო კამპანიის პირველ სამ თვეში შემომწირველებისგან 15,2 მლნ დოლარის შეგროვება შეძლო. მათი რწმენით, მას მხარდამჭერები აივოას შტატშიც ეყოლება, სადაც შიდა პარტიული არჩევნების დროს როგორც წესი, ყველაზე მოწადინებული ამომრჩეველია. მხარდაჭერები ეყოლება ნიუ ჰემპშირშიც, იმის გათვალისწინებით რომ ბევრი ათწლეულის განმავლობაში კონგრესში ის სწორედ აიოვას მეზობელ, ვერმონტის შტატს წარმოადგენს.
მერილენდის ყოფილი გუბერნატორი მარტინ ომეილი, რომელიც ეკოლოგიური თემების აქტიური მხარდამჭერია, ერთადერთი კანდიდატია 15 წლიანი გამოცდილებით. მან პოპულარობა უსაბუთო ემიგრანტებისთვის მართვის მოწმობის გაცემის ინიციატივით დაიარაღის გაყიდვის აკრძალვის შესახებ კამპანიით მოიპოვა. თუმცა სანდერსის მსგავსად, რომელმაც ამომრჩევლების აღტაცება ვოლ სტრიტის რეგულაციის და დასჯის თაობაზე განცხადებებით დაიმსახურა, დემოკრატების ყველაზე აქტიური ამომრჩევლების მხრიდან მაინც პოპულისტურ კანდიდატად განიხილება.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე დემოკრატების ხუთივე კანდიდატი ერთად პირველად გამოჩნდა. კლინტონთან ერთად სანდერსი და ომელი, როდ აილენდის ყოფილი გუბერნატორი ლინკოლნ ჩეფი და შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი ჯიმ ვები, რომლებიც ასევე საპრეზიდენტო კანდიდატები არიან დემოკრატიული პარტიიდან.