ეგვიპტის სასამართლომ დაადგინა, რომ სალაფისტი პოლიტიკოსის ჰაზემ აბუ ისმაილის დედა არ არის ამერიკის მოქალაქე, რამაც გზა გაუხსნა ამ უკანასკნელს საპრეზიდენტო მარათონში ჩასართველად. თვის დასაწუისში ისმაილის კანდიდატურა საარჩევნო კომისიამ დაბლოკა დედის მოქალაქეობის გამო. კომისიის გადაწყვეტილებით მისი კანდიდატურა მოიხსნა საარჩევნო მარათონიდან. საპრეზიდენტო არჩევნები ეკვიპტეში ორ ტურად ჩატარდება 23 და 24 მაისს.
ეგვიპტის საარჩევნო კანონის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატის არც მშობელს და არც მის მეუღლეს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.