ეგვიპტეში საპროტესტო აქცია მოეწყო

ქაიროს რაბაა ელ-ადავაიას მეჩეთთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი „სამართლიანობის აღდგენას" ითხოვს
„მუსლიმთა საძმოს“ მოწოდების შემდეგ, ევიპტის განდევნილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერებმა დღეს ქაიროს ქუჩებში დემონსტრაციები გამართეს.

დღეს, ქაიროს რაბაა ელ-ადავაიას მეჩეთთან ათასობით დემონსტრანტი შეკრიბა. ხალხი, მათი განცხადებით, „სამართლიანობის აღდგენას ითხოვს“.
ეგვიპტელი ანალიტიკოსი ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან-აბელ აბდელ ღაფარი ამბობს, რომ „მუსლიმთა საძმოს“ მომხრეთა რიგები მრავალრიცხოვანი არ არის:

“დღეს, ქაიროს ქუჩებშi მილიონობით ადამიანს არ ვხედავთ. ამის მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტ მორსის მილიონობით ადამიანი მხარს არ უჭერს. მას ლოიალურ მხარდამჭერთა ძირითადი ბირთვი უდგას მხარში. თუმცა ახლა, რამადანის მარხვის პირობებში, ჩვეულებრივი ეგვიპტელების სურვილია საკუთარ პრობლემებს მიხედონ. ამიტომაც ხალხის მასობრივად საპროტესტო დემონსტრაციებში არ ჩანს."

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „მუსლიმთა საძმოს“ წევრების დაკავება არ ჯდება ეგვიპტის ახალი დროებითი მთავრობის განცხადებებში, რომ მას შემრიგებლური პოლიტიკის გატარება სურს ქვეყანაში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ეგვიპტის განვითარება გართულდება დაკავებების გაგრძელების შემთხვევაში.