რეფერენდუმს რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები და დაპირისპირება უძღოდა წინ
ეგვიპტეში რეფერენდუმის მეორე და ფინალური რაუნდები დასრულდა. რეფერენდუმს რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები და დაპირისპირება უძღოდა წინ. შაბათს 25 მილიონ ეგვიპტელს საშუალება მიეცა რეფერენდუმში მონაწილეობა მიეღო. ხმის მიცემის პროცესი ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. არაოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში ხმების უმეტესობა განახლებულ კონსტიტუციას ხვდა წილად. პრეზიდენტ მორსის ყოფილი პარტია - მუსლიმთა საძმო განახლებულ კონსტიტუციას უჭერს მხარს. თუმცა ეგვიპტის ლიბერალურ,სეკულარულ და ქრისტიან ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ ამით ისლამისტური კანონის როლი გაიზრდება, რაც სამოქალაქო და ქალთა უფლებების უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს.