სამხედრო საბჭომ პარლამენტი დაითხოვა და დროებითი კონსტიტუცია გამოაცხადა
ეგვიპტეს მუსლიმთა საძმოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მათმა კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ გაიმარჯვა. საძმოს ინფორმაციით, მორსიმ ხმების 52 პროცენტი მოაგროვა, ხოლო მისმა მეტოქემ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაა შაფიქმა კი 48 პროცენტი მიიღო. თუმცა ეს მხოლოდ არაოფიციალური შედეგია. ისლამისტების კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ მისი მიზანია სტაბილური, სამოქალქქო., ეროვნულ დემოკრატიაზე დაფუძნებული თანამედროვე ქვეყნის აშენება.
ამავდროულად, ეგვიპტეს მმართველმა სამხედრო ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეასრულებენ დადებულ პირობას და თვის ბოლოსთვის ახალ პრეზიდენტს ძალაუფლებას გაადააბარებენ. ამ განცხადებამდე კი ქვეყნის დროებითი კონსტიტუცია გამოცხადდა, რომელიც გენერლებს საკანონმდებლო უფლებას აძლევს, ვიდრე ახალი პარლამენტი არ იქნება არჩეული. მანამდე კი ეგვიპტეს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. დროებით კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში ახალი საყოველთაო არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც სამხედრო საბჭო ახალ კონსტიტუციას მიიღებს. ისლამისტების კანდიდატის მორსის მომხრეებმა სამხედრო საბჭოს ნაბიჯი სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასეს. თავად მორსის კი ამ ქმედებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.