სკანდალი ეგვიპტეში

პოლიციის მიერ დემონსტრანტი მამაკაცის ცემის კადრებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია

Your browser doesn’t support HTML5

ეგვიპტე

ეგვიპტელი მამაკაცის ცემის ვიდეო კადრებმა პოლიციის სასტიკ მეთოდებს ნათელი მოფინა. შეკითხვა, დასრულდა თუ არა ორი წლის წინა მომხდარი რევოლუციით ეგვიპტეში პოლიციური სახელმწიფოს პერიოდი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დეტალებს ეგვიპტიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი არკვევდა.

გასულ თვეში ეგვიპტეში ძალადობის ახალმა ტალღამ იფეთქა. ახალგაზრდების ჯგუფები პოლიციის წინააღმდეგ მიდიოდნენ, პოლიციაც გადაჭარბებული ძალით პასუხობდა. ორივე მხარე დაღუპულებს და დაჭრილებს ითვლიდა. ამ მოვლენების დროს, გავრცელდა ვიდეოკადრი, სადაც პოლიციის სისასტიკეა ასახული. პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციამ 48 წლის ჰამადა საბერი გააშიშვლა და სასტიკად სცემა. ვიდეომ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.
თავდაპირველად საბერმა დაპატიმრებისას განაცხადა, რომ ის დემონსტრანტებმა სცემეს. პოლიციის საავადმყოფოში მან თქვა, რომ ის პოლიციამ გადაარჩინა. მოგვიანებით ჩვენება უარყო და პოლიციას მის ცემაში დასდო ბრალო. ამან და კიდევ უამრავმა სხვა განცხადებამ ეჭვის ქვეშ დააყენა ორი წლის წინანდელი რევოლუციის შედეგი, როდესაც ხალხს უსამართლობის აღკვეთის იმედი მიეცა.

„რეპრესიული აპარატი მცირედითაც არ შეცვლილა. ის იგივე წესებით მოქმედებს როგორც მანამდე. ეს აპარატი ხელშუხებელია,“ - ამბობს პოლიტიკის აქტივისტი ვაილ ხალილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციის გარეშე ეგვიპტე, ზოგიერთი მეზობლის მსგავსად, სამხედრო დაჯგუფებების ქვეყნად გადაიქცევა. პრეზიდენტ მორსის ადმინისტრაციამ კი პოლიციის მიერ ცემის ფაქტის გამოძიების პირობა დადო. პრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ ამბავს საგულდაგულოდ გამოიკვლევს. მმართველი ძალა, მუსლიმთა საძმო აცხადებს, რომ მათ მემკვიდრეობით ერგოთ სისტემა, რომლის ფუნქციაც ოპოზიციისგან ხელისუფლების დაცვა იყო.

„ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, თუმცა პოლიციაში ჯერ ისევ არის ხალხი, ვინც უნდა ისწავლოს და გაიაროს რეაბილიტაცია,“ - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ამრ დარაგი.

ჯერ უცნობია, თუ რა გავლენას გამოიყენებს პრეზიდენტი მორსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა ნელა მიდის. ცვლილება არ ეტყობა დემონსტრაციების დაშლის ტაქტიკასაც. პრეზიდენტის ერთერთმა ოპონენტმა თვითერზე განაცხადა, რომ მორსი პოლიციიას ვერ აკონტროლებს,
მისი თქმით,

„გაცილებით უარესია, როდესაც დიქტატორს დიქტატურის განხორციელება არ შეუძლია“.

ხშირია შემთხვევა, როდესაც პოლიციას დემონსტრანტთა ძალადობის აღკვეთა არ შეუძლია. ქაიროს თაჰრირის მოედანზე ქალები გაუპატიურებას სამოქალაქო აქტივისტებმა გადაარჩინეს და არა პოლციამ. უკვე შვიდი თვეა, რაც მოჰამედ მორსი პრეზიდენტია. ეგვიპტელები ისევ ელიან, რომ ის ქვეყანაში ძირეულ რეფორმებს გაატარებს.