ეგვიპტის არჩევნები სასამართლომ უკანონოდ სცნო

სასამართლო აცხადებს, რომ ძირითადად ისლამისტებით დაკომპლექტებულ ზედა პალატის დაშლას მომავალ არჩევნებამდე არ ითხოვს
ეგვიპტის უზენაემა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა არაკანონიერად იყო არჩეული. სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ძირითადად ისლამისტებით დაკომპლექტებულ ზედა პალატის დაშლას სასამართლო არ ითხოვს, მომავალ არჩევნებამდე.

უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები, რომლებმაც ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დაწერეს, სათანადო სტანდარტებით არ იყვნენ შერჩეული.

სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. ამ ფონზე ცნობილი არ არის თუ როდის უნდა გაიმართოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ეგვიპტის მრავალ-საფეხურიანი არჩევნები შესაძლოა ოქტომბერში დაიწყო.