თავდაცვის მინისტრი პოლიტიკოსებს მოლაპარაკებისთვის 2 დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არმიის ჩარევა გარდაუვალი ხდება
ეგვიპტის არმია პრეზიდენტ მორსის და ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებისთვის 48 საათს აძლევს. თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-სისიმ ორდღიანი ულტიმატუმი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ქაირო ისევ ძალადობამ მოიცვა. გენერლის განცხადებით, თუკი პოლიტიკოსები ეგვიპტის მომავალი განვითარების გზებზე ვერ მოილაპარაკებენ, არმია მათ საკუთარ გეგმას შესთავაზებს.
თაჰრირის მოედანზე თავმოყრილი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები მუსლიმთა საძმოს შენობებში ფანჯრებს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით ამტვრევდნენ. სამთავრობო დაცვა კი მათ ცეცხლსასროლი იარაღით პასუხობდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, დღეს მომხდარ შეტაკებებში 5 ადამიანი დაიღუპა. სულ კვირას დაწყებულ არეულობებს 16 ადამიანი შეეწირა.