ეგვიპტელები პრეზიდენტ მორსის არჩევიდან ერთი წლისთავზე ეგვიპტის პირველი თავისუფალი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული ლიდერის გადადგომას ითხოვენ
ქაიროში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ეგვიპტელები პრეზიდენტ მოჰამედ მორსის არჩევიდან ერთი წლისთავზე ეგვიპტის პირველი თავისუფალი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული ლიდერის გადადგომას ითხოვენ. პრეზიდენტ მორსის ძალაუფლების მონოპოლიზებაში და მუსლიმთა საძმოს მიერ ხელისუფლების უზურპირებაში დებენ ბრალს.
მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისლამისტი ლიდერის გადადგომის პეტიციას 22 მილიონი ადამიანი აწერს ხელს. საპროტესტო აქცია, რომელზე შეკრებაც ეგვიპტელებმა შაბათს საღამოს დაიწყეს, კვლავ თაჰრირის მოედანზე მიმდინარეობს. პრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები პარალელურ აქციას მართავენ. გასულ კვირაში ანალოგიურ დემონსტრაციებზე მომხდარ დაპირისპირებას 7 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ერთი ამერიკის მოქალაქეც იყო. პრეზიდენტ მორსის მხარდამჭერებს და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებაში ასობით ეგვიპტელი დაშავდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის შეშფოთებით ადევნებს თვალს პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას ეგვიპტეში.
„ვფიქრობ, ძალადობა ყველა მხარემ უნდა დაგმოს. სასურველია, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი მორსი უფრო კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ და ერთად გადაწყვიტონ, თუ როგორ წაიყვანონ ქვეყანა წინ, რადგან იმ ჩიხით, რომელშიც ახლა იმყოფებიან, მოგებული არავინ დარჩება“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.