ქაიროდან 200 კილომეტრში მდებარე მინიას სასამართლოში მუსლიმთა საძმოს 529 წევრს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს
ეგვიპტის სასამართლომ ორგანიზაცია მუსლიმთა საძმოს 529 წევრს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ბრალდებებს შორისაა პოლიციის ოფიცრის მკვლელობა, თავდასხმა პოლიციის სამმართველოზე და სხვა ძალადობის ფაქტები. საქმე გასული წლის აგვისტოში ქალაქ მინიაში მომხდარი შეტაკებების გამო აღიძრა, რომლის განმავლობაში ასობით ეგვიპტელი დაიღუპა.
ქაიროდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე მინიას სასამართლოში პროცესი კვირას დაიწყო. ბრალდებულების უმეტესი ნაწილი თავდებით იყო გათავისუფლებული და პროცესს მხოლოდ 16 მათგანი ესწრებოდა. სიკვდილმისჯილებს განაჩენის გაპროტესტების უფლება აქვთ.