სამშაბათს, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში გამართული საპროტესტო აქციის დროს, შეიარაღებულმა ადამიანებმა შეერთებული შტატების საკონსულოზე შეტევა მიიტანეს. შეკრებილებმა გააპროტესტეს ფილმი, რომელიც მათი აზრით, ისლამს შეურაცხყოფს. განრისხებულმა ბრბომ ამერიკის საკონსულოს შენობასთან მოიყარა თავი და ქუჩაში ცეცხლი დაანთო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა შეტევა და განაცხადა, რომ ლიბიის მთავრობასთან ერთად საკონსულოს შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ამერიკელი. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ "შეერთებული შტატები დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმას სასტიკად გმობს.
ფილმის მიერ გამოწვეული ანტი-ამერიკული დემონსტრაციები ეგვიპტის დედაქალაქში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს წინაც გაიმართა.
შეკრებილებმა გააპროტესტეს ფილმი, რომელიც მათი აზრით, ისლამს შეურაცხყოფს. დაიღუპა ერთი ამერიკელი.