ქრისტიანებზე თავდასხმას მორსი მკაცრად აკრიტიკებს

მორსის განცხადებით, ქრისტიანთა საკათედრო ტაძარზე თავდასხმა პირადად მის წინააღმდეგ მიმართული აქციაა
ეგვიპტის დედაქალაქში კოპტების საკათედრო ტაძართან მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მეორე დაღუპულის ვინაობა უცნობია.

შეტაკების შედეგად 89 ადამიანი დაიჭრა. ქრისტიანებს და მუსულმანებს შორის შეჯახება რამდენიმე დღის წინ ქალაქ ხოსოში მოკლული 4 ქრისტიანის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო. ჩხუბის დროს მაშინ ერთი მუსულმანიც დაიღუპა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ განაცხადა, რომ ქრისტიანთა საკათედრო ტაძარზე თავდასხმა პირადად მის წინააღმდეგ მიმართული აქციაა.