ეგვიპტე რეფერენდუმის შემდეგ

ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგებს გააპროტესტებს
ეგვიპტის ლიბერალური ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს, სადაც ისლამისტების მიერ შემუშავებულმა კონსტიტუციის პროექტმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. რეფერენდუმი ორ ეტაპად ჩატარდა, რასაც თან სდევდა საპროტესტო აქციები და შეტაკებები ისლამისტებს და ლიბერალებს შორის.

დღეს ოპოზიციური გაერთიანების ეროვნული ხსნის ფრონტის წევრებმა განაცხადეს, რომ აპირებენ იმ დარღვევების გაპროტესტებას, რომელიც ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა. პრეზიდენტმა მორსიმ დღეს განაცხადა, რომ არაოფიციალური მონაცემებით, კონსტიტუციის პროექტს ხმა მოსახლეობის 64 პროცენტმა მისცა.