ეგვიპტეში დაპირისპირებაა

ორთაბრძოლა დღეს ისრაელის საზღვრიდან 50 კილომეტრში მიმდინარეობდა
არეულობა ეგვიპტეში: მას შემდეგ რაც საჰაერო შეტევების შედეგად 20 ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი დაიღუპა, სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტის პოლიციას და სამხედრო დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ორთაბრძოლა დღეს ისრაელის საზღვრიდან 50 კილომეტრში მიმდინარეობდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ეგვიპტის პრეზიდენტი უსაფრთხოების აღნიშნული პრობლემის გამო ძირეულ რეორგანიზაციას ახდენს. მუჰამედ მორსიმ საიდუმლო სამსახურების უფროსი და ჩრდილოეთ სინას გუბერნატორი დაითხოვა. პრეზიდენტი სამხედრო ოპერაციით შეიარაღებული დაჯგუფებების ლიკვიდირებას და ქვეყანაში წესრიგის აღდგენას ცდილობს.