ეგვიპტეში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის დროსაც მილიონობით ეგვიპტელმა საკონტრირუციო ცვლილებების გატარებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ჩართვას, საპრეზიდენტო ვადის ორ 4-წლიან ვადამდე შეზღუდვას და ქვეყნის პირველი დემოკრატიული არჩევნების წლის ბოლოს დანიშვნას მოიცავდა.
საერთაშორისო დამკვეირვებლების განცხადებით, რეფერენდუმმა მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, ქაიროს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულ მოჰამედ ელ ბარადეის მანქანას ამომრჩეველთა ნაწილმა ქვები დაუშინა. ბარადეი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, ხოლო ეგვიპტეში არეულობის დაწყების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და ოპოზიციის ერთ-ერთი ფრთის ლიდერი გახდა.