ქაიროში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

მსვლელობის ორგანიზატორი ეგვიპტის ეროვნული ხსნის ფრონტია
ეგვიპტის ოპოზიციურმა კოალიციამ, ეროვნული ხსნის ფრონტმა დღეს ქაიროში პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.
ოპოზიცია ეგვიპტის პრეზიდენტს მუჰამედ მორსის მოუწოდებს ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოაყალიბოს და ოპოზიციასაც დაუთმოს ადგილები მინისტრთა კაბინეტში. მორსის მხარდამჭერები ამ მოთხოვნის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ოპოზიცია ძალაუფლებას და იმ ადგილებს ითხოვს, რომლებიც მათ არჩევნების შედეგად ვერ მოიპოვეს.
ეგვიპტელი ისლამისტები და ლიბერალები შეთანხმდნენ, რომ ძალადობაზე უარს იტყვიან და სადავო საკითხებს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას ეგვიპტის სასულიერო ლიდერმა შეიხმა ახმედ ალ-თაიუბმაც დაუჭირა მხარი.