ოპოზიცია მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს
ეგვიპტის ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ მოსახლეობას ახალი საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ეგვიპტეში რეფერენდუმის მეორე ტური შაბათს არის დაგეგმილი, სადაც მოსახლეობა ახალი კონსტიტუციის ბედს გადაწყვეტს. ეგვიპტის ხსნის ფრონტი ეგვიპტელებს ქუჩაში გამოსვლისკენ და იმ მუხლის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს, რომელიც მათი თქმით სამოქალაქო უფლებებს ზღუდავს და ისლამის როლს აძლიერებს, ასევე უგულებელყოფს ქალთა უფლებებს. დოკუმენტი იმ ორგანოში შემუშავდა, სადაც უმრავლესობას ისლამისტები ფლობენ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დემოკრატიაზე გადასასვლელად. გასულ კვირას რეფერენდუმის პირველ რაუნდში პრეზიდენტმა მორსიმ კონსტიტუციის მომხრეებს გამარჯვება მიულოცა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებდა, რომ ქვეყანაში ადგილი ქონდა მასობრივ ძალადობას, რითაც ხმის მიცემის პროცესი ჩავარდა. გარდა ამისა, უმაღლესი მოსამართლეების ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი მეორე რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეგვიპტელი მოსამართლეების დიდ ნაწილს ასევე შეუერთდა მოსამართლეთა სახელმწიფო საბჭოც, რომლებიც რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებენ.