პოლიტიკური კრიზისი ეგვიპტეში

გადადგომის გადაწყვეტილება ტალაატ აბდულამ მის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო

ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ასობით პროკურორმა მისი სამუშაო კაბინეტის წინ მჯდომარე აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მოსვლა არაკანონიერად მოხდა. მუჰამედ მორსიმ ტალაატ აბდულა მხოლოდ ერთი თვის წინ დანიშნა, რასაც წინ უსწრებდა 22 ნოემბრის განკარგულება პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის შესახებ.
პროკურორების განცხადებით, გენერალური პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ უზენაეს სასამართლო საბჭოს აქვს, რაც უზრუნველყოფს ძალაუფლების გადანაწილებას.