ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის მოწოდება

მორსიმ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული თვის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა
ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ პარლამენტს ხელახლად შეკრებისკენ მოუწოდა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელმაც სამხედრო ლიდერებს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის საშუალება მისცა. პრეზიდენტმა მორსიმ გამოსცა ბრძანება, სადაც ის პარლამენტარებს ახლიდან შეკრებას ავალდებულებს. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის შემუშავებიდან 60 დღის ვადაში დაიგეგმება.

პარლამენტის დაშლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შემდეგ იქნა მიღებული. ხოლო ქვეყნის სამხედრო მმართველებმა ძალაუფლება გადაიბარეს პარლამენტის არარსებობის გამო.