ეგვიპტეს არმია აკონტროლებს

ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტ მოჰამედ მორსის ძალაუფლება ჩამოართვა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

ტანკები საპრეზიდენტო სასახლეს გარს აკრავს. მორსის ადგილმდებარეობა უცნობია.

შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალურად ჩაიბარებს ქვეყნის მეთაურის პოსტს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეთაური ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას და დანიშნავს ნაადრევ არჩევნებს.

ტელევიზიით გამოსვლისას არმიის მთავარსარდალმა აბდელ ფატა-ალ სისიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება ეგვიპტის სამხედრო სარდლობამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის გადასაწყვეტად განახორციელა.