გაფიცულ მოსამართლეებს მოსახლეობა მხარს უჭერს და მასობრივ საპროტესტო აქციებს აწყობს
ეგვიპტის სასამართლო პრეზიდენტ მუჰამედ მორსის ახალ დეკრეტებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიტანილ „უპრეცედენტო იერიშს“ უწოდებს. ალექსანდრიის მოსამართლეები პროტესტის ნიშნად გაფიცვას აწყობენ.
დემონსტრაციებმა ეგვიპტის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. ქაიროში პარასკევს დაწყებული საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პორტ საიდში, ისმაილასა და ალექსანდრიაში აქციის მონაწილეები მუსლიმთა საძმოს ოფისებს დაესხნენ თავს და მათ ქვები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები დაუშინეს.
საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეზიდენტ მორსის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც ის საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და აცხადებს, რომ მისი განჩინება სასამართლო, ან სხვა რაიმე სახის განხილვას და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.