ეგვიპტეში არჩევნები ერთი დღით გაგრძელდა

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები დამატებით ერთი დღით იქნება გახსნილი. მთავრობა ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. სავარაუდოდ, არჩევნებში ეგვიპტის არმიის ყოფილი გენერალი აბდელ ფატა ელ სისი გაიმარჯვებს.

ამომრჩევლის მოულოდნელად დაბალმა აქტივობამ ეგვიპტის ცენტრალური საარჩევნო კომისია აიძულა საარჩევნო ყუთები დაგეგმილი ორის ნაცვლად, სამი დღით გაეხსნა.

ამომრჩევლის აქტივობა სისის ქვეყნის ლიდერად ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სისი ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის ხელისუფლებიდან განდევნის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.

მორსის პოლიტიკურმა პარტია მუსლიმთა საძმომ ეგვიპტელებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სისი და მისი მოკავშირეები საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმაციას ხრიკების მეშვეობითაც ვეღარ შეძლებენ.

საარჩევნო ბიულეტენზე სისის გარდა მხოლოდ ერთი კანდიდატი, მემარცხენე პოლიტიკოსი ჰამდინ საბაჰია.