მორსი შეეცდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეგვიპტის სამხედრო მმართველობის გავლენის შემცირებას
ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი რამდენიმე რთული ამოცანის წინაშე დგას. მან რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს ეგვიპტელების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - ანუ გამოასწოროს მათი ეკონომიკური მდგომარეობა, შექმნას სამუშაო ადგილები და დაძლიოს კრიზისი, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ნივთებისა და სურსათის დეფიციტს უკავშირდება.
ეკონომისტები მორსის მიერ ეგვიპტელებისთვის შეთავაზებულ „მუსლიმთა საძმოს რენესანსის პროექტს,“ რომელიც მის ეკონომიკურ პლატფორმას წარმოადგენს, დადებითად აფასებენ. მაგდა კანდილი ეგვიპტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორია. მისი თქმით:
„მუსლიმთა საძმო თავისუფალი საბაზრო პრინციპების მომხრეა და კერძო საკუთრების ხელშეწყობას ცდილობს. მაგრამ მთავარი ის იქნება, რომ ახალი პოლიტიკის გატარებისას მათ გარკვეული წესებიც უნდა შეიმუშავონ, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს და შემოსავლის არათანაბარ გადანაწილებას ააცილებს მოსახლეობას.“
ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს, ეგვიპტეში სიმდიდრის განაწილება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილზე ხდებოდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ დროებითი სამხედრო მმართველობის პერიოდში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის გამო, ეგვიპტეში უცხოელი ტურისტებისა და ინვესტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რამაც მილიონობით ადამიანს შემოსავლის წყარო გაუქრო. კანდილი ამბობს:
„სამხედრო მმართველობის დროს ეკონომიკური პრობელემები არასტაბილურმა ვითარებამ გამოიწვია. თავიდან კი იმედი გვქონდა, რომ გარდამავალ პერიოდში მეტი სტაბილურობა, მეტი უსაფრთხოება და, შესაბამისად, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა.“
პრეზიდენტად მორსის არჩევის შემდეგ ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების იმედი გაჩნდა. არჩევნებში მისი გამარჯვების გამოცხადების დღეს კი, საფონდო ბირჟაზე ეგვიპტურ აქციებზე ფასებმა მოიმატა. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მორსის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეგვიპტის ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციების რაოდენობა შემცირდება.
დაძაბულობა სამხედრო მმართველობასა და მორსის შორის კვლავ გრძელდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ბიუჯეტისა და თავდაცვის მართვის უფლება საკუთარ თავზე აიღეს.
თავდაცვის ინდუსტრია და ეგვიპტის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს საჯარო ოფიციალური მონაცემები იმის თაობაზე, თუ ეკონომიკის რა წილი მოდის სამხედრო ინდუსტრიაზე, მაგრამ ეგვიპტის ყოფილი დიპლომატი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი აბდულა ალ აშაალის თქმით, სამხედრო ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის 40 პროცენტს შეადგენს.
ეკონომისტები, მათ შორის კანდილიც, ამბობენ, რომ ქვეყნისთვის არც თუ ისე ცუდია, როცა ეკონომიკაში ასეთი მასშტაბებით სამხედრო ინდუსტრიაა ჩარეული. სამხედროებს მოწესრიგებული, ყაირათიანი და ეფექტური საქმიანობა ახასიათებთ, რაც ბაზარზე გარკვეულ სტაბილურობას ქმნის. თუმცა, მეორეს მხრივ ჩნდება იმის შიში, რომ ფინანსური ინტერესების გამო, რომლებიც ეგვიპტეში უკვე ათწლეულების განმავლობაში დაკანონებულია, ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებაში ხელს შეუშლის. კანდილი ამბობს:
„დასაფიქრებელი ფაქტორია ის, რომ სამხედრო ინდუსტრიას ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი ეკუთვნის. თუ სამხედროს მმართველობის პოლიტიკიდან ნელი განდევნა ეგვიპტის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი იქნა, რაც დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა, მაშინ რა მოუვა მათ წილს?“
ამ ეტაპზე ეგვიპტეში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თავისუფლად დავასკვნათ, რომ ქვეყანაში შერეული ეკონომიკის პრინციპები კიდევ რამდენიმე ხანს იმუშავებს.

„მუსლიმთა საძმო თავისუფალი საბაზრო პრინციპების მომხრეა და კერძო საკუთრების ხელშეწყობას ცდილობს. მაგრამ მთავარი ის იქნება, რომ ახალი პოლიტიკის გატარებისას მათ გარკვეული წესებიც უნდა შეიმუშავონ, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს და შემოსავლის არა-თანაბარ გადანაწილებას ააცილებს მოსახლეობას.“მაგდა კანდილი