ეგვიპტეში კონსტიტუციის გადაწერა შეჩერდა

ეგვიპტის სასამართლომ ისლამისტური უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის ხელახალი დაწერის საკითხი შეაჩერა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იურისტებისა და ლიბერალური პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილება უსწრებდა წინ. მათი თქმით, ისლამისტურმა უმრავლესობამ საკუთარ უფლებებს გადააჭარბა და საკონსტიტუციო კომისიაში ადგილების დიდი რაოდენობა თავისთვის და მისი თანამოზრეებისათვის გამოყო.

ლიბერალური და მემარცხენე პარტიების წევრების დიდი რაოდენობამ პროტესტის ნიშნად კომისიიდან გამოვიდა.

ეგვიპტეში კონსტიტუციის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი მთავრობის ფორმირებას. კონსტიტუციის უმთავრესი ნაწილით სწორედ შესაძლებელი იქნება პარლამენტსა და ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების განსაზღვრა.

შეგახსენებთ რომ ეგვიპტის სამხედრო საბჭო ქვეყნას პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ 2011 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.