პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
ქაიროში პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის კერები შეინიშნებოდა, ამასთან ქალაქი ბოლმა მოიცვა.
თვითმხილველები და მედიკოსები იტყობინებიან, რომ სავარაუდოდ ერთი დემონსტრანტი გასროლის შედეგად დაიღუპა, ხოლო ათზე მეტი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მაქსიმალური სიმტკიცე გამოიჩინეს პრეზიდენტის სასახლის და სხვა სამთავრობო შენობების დაცვის დროს.