თეთრი სახლი ეგვიპტეს აკრიტიკებს

თეთრი სახლი ეგვიპტეს აკრიტიკებს

თეთრი სახლი უკმაყოფილოა ეგვიპტის ქმედებით, რომელმაც რამდენიმე ამერიკის მოქალაქეს აუკრძალა ქვეყნის დატოვება. ზოგიერთმა მათგანმა ქაიროში შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, მას შემდეგ რაც მთავრობა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული პროდემოკრატიული ჯგუფებით დაინტერესდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონმა შექმნილი სიტუაცია ეგვიპტის სამხედრო მთავარსარდლობასთან განიხილა და თავისი შეშფოთება დააფიქსირა. თეთრი სახლის სპიკერმა ჯეი კარნიმ კი დასძინა, რომ ოფიცილაური პირები მუშოაბენ იმაზე, რათა პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრას.